იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი

იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი (გერმ. Johann Eustach von Westernach; დ. 16 დეკემბერი, 1545 — გ. 26 ოქტომბერი, 1627) — ტევტონთა ორდენის 44-ე დიდი მაგისტრი 1625-1627 წლებში.

ვესტერნახების საგვარეული მიუკუთვნებოდა იმპერიის შვაბთა სამეფო დინასტიას. სახელწოდება წარმოიშვა ვესტერნახის ადგილიდან ,რომელიც დღეს ბავარიის ქალაქ მინდელჰაიმს ეკუთვნის.

იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი ელინგელში, ბად მერგენტხაიმში და ფრანკფურტში უძღვებოდა ორდენს. 1585 წლიდან იყო ფრანკონიის ბალეის ორდენის დანდკომტურომი. ის გახდა კარლ ავსტრიელის კოადიუტორი და 1625 წლის 19 მარტს არჩეულ იქნდა მის მემკვიდრედ. იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი დაკრძალულია მერგენტხაიმის საორდენო ეკლესიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
კარლ ავსტრიელი
ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი
1625–1627
შემდეგი:
იოჰან კასპერ ფონ შტადიონი