კოადიუტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოადიუტორი (გვიანლათ. coadiutor — „ერთად დახმარება“; ზმნიდან „coadiuvare“; იტალ. Coadiutore) — ეპისკოპოსის ღირსების მატარებელი თანამშრომელი, რომელიც სადიოცეზო ეპისკოპოსს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში ეხმარება. ეპისკოპოსის კოადიუტორს ნიშნავს ეკლესია მისი ცალკეული სამწყსო საქმიანობების ხელშეწყობის მიზნით. კოადიუტორი ეპისკოპოსს დიოცეზის მართვაში ეხმარება და ენაცვლება მას ამ უკანასკნელის არყოფნის ან რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში. დამხმარე ეპისკოპოსისგან განსხვავებით, კოადიუტორი მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]