შინაარსზე გადასვლა

იოჰან კრისტოფ ადელუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან კრისტოფ ადელუნგი
გერმ. Johann Christoph Adelung
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1732(1732-08-08)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი შპანტეკოვი[6] [7]
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 1806(1806-09-10)[2] [3] [4] [5] (74 წლის)
გარდ. ადგილი დრეზდენი[6] [3]
დასაფლავებულია დრეზდენი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ლექსიკოგრაფი[8] [6] , ფილოლოგი[6] , ბიბლიოთეკარი[8] [6] , ენათმეცნიერი[6] , მთარგმნელი, მწერალი[9] , court counsel[6] , ჟურნალისტი[6] , ისტორიკოსი[6] და გერმანისტი[6]
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და Kloster Berge school
მამა Johann Paul Adelung
დედა Regina Sophie Loeper

იოჰან კრისტოფ ადელუნგი (გერმ. Johann Christoph Adelung; დ. 8 აგვისტო, 1732, შპანტეკო — გ. 10 სექტემბერი, 1806, დრეზდენი) — გერმანელი გრამატიკოსი და ლექსიკოგრაფი. სახელი გაითქვა შრომებით "გერმანული ენის დაწვრილებითი სახელმძღვანელო" (ტ. 1-2, 1782) და "ზემოგერმანული დიალექტის სრული გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონი" (ტ. 1-5, 1774-1786). ი. ს. ფატერთან ერთად შეადგინა ოთხტომიანი კრებული "მითრიდატე ანუ საზოგადო ენათმცოდნეობა...", სადაც ენობრივ ნიმუშად წარმოდგენილია "მამაო ჩვენო" მსოფლიოს 500 ენასა და კილოკავზე. "მითრიდატეს" პირველ ტომშია ცნობები ქართული ენის შესახებ (ტექსტის ნიმუში, ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკა, დიალექტები); ავტორს უსარგებლია მარი მაჯოს "ქართული ენის გრამატიკით" (რომი, 1670) ამ წყაროდან მომდინარე მრავალი უზუსტობის მიუხედავად, ქართული ენის ზოგიერთი თავისებურება (მაგ., სიტყვაში თანხმოვანთა თავმოყრა, სიტყვათცვლილებაში სუფიქსაციის უპირატესობა პრეფიქსაციასთან შედარებით და მისთ.) გამოვლენილია დიდი ლინგვისტური ალღოთი.

  1. Basler O. >1 Mio. (Stand: 2025) // Adelung, Johann ChristophMünchen BSB, Historische Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften, 2001. — ტ. 1. — S. 63–65.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 3 Аделунг, Иоганн Христоф // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 171.
  4. 1 2 Scherer W. Adelung, Johann Christoph // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 1. — S. 80–84.
  5. 1 2 Encyclopædia Britannica
  6. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Deutsche Nationalbibliothek Record #118500651 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. Аделунг, Иоанн Христофор // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 187.
  8. 1 2 Bonacker W. Adelung, Johann Christoph // Kartenmacher aller Länder und ZeitenStg: Anton Hiersemann Verlag, 1966. — S. 27. — 243 გვრ.
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.