იოჰანეს ჰარუთიუნიანი
იოჰანეს ჰარუთიუნიანი | |
---|---|
დაიბადა | 1860 წელი ელაზიღი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 1915 წელი |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | მწერალი, მასწავლებელი |
ცნობილია | ტლაგადინცი |
იოჰანეს ჰარუთიუნიანი (სომხ. Յովհաննես Յարութիւնեան, დ. 1860, სოფელი ტლკადინი, ელაზიღში, ოსმალეთის იმპერია — გ. 1915) — ოსმალელი სომეხი მწერალი და მასწავლებელი, რომელიც გამოირჩეოდა სოფლის ლიტერატურაში წამყვანი როლით. [1] სამწერლო სახელია ტლგადინცი. მან, როგორც მენტორმა და მწერალმა, გზა გაუხსნა ახალი თაობის ისეთ მნიშვნელოვან მწერლებს, როგორიცაა რუპენ ზარტარიანი, პენიამინ ნორიგიანი, ვაჰე ჰაიგი, ვაჰან ტოტოვენცი, ჰამასდეგი და სხვები.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტლგადინცი დაიბადა 1860 წელს, სოფელ ტლგადინში (ახლანდელი კუიულუ) ხარპერტიდან ათი მილის მანძილზე. მისი მამა ფერმერი იყო, რომელიც გარდაიცვალა, როდესაც იოჰანესი საკმაოდ ახალგაზრდა იყო. მამის გარდაცვალების გამო ის და დედამისი სიღარიბეში დარჩნენ. მიუხედავად ამისა, დედამისმა მოახერხა რომ იოჰანესს განათლება მიეღო და იგი სამრევლო სკოლაში ჩაირიცხა. სამრევლო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა ხარპერტში, სპამადის სკოლაში განაგრძო. სადაც სწავლობდა კლასიკურ სომხურ ენას, გრამატიკას, გეოგრაფიას და მათემატიკას.
კარიერა და პერსპექტივა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1878 წლისათვის, ტლგადინციმ დაასრულა სწავლა სმპადიანის სკოლაში და დაიწყო სოფლის სკოლის მასწავლებლად მუშაობა, ის ასევე იყო ჟურნალისტიც. ეს მოხდა რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ პერიოდში, რომლის გამოც ოსმალეთის იმპერიის სომეხი მოსახლეობა დიდ უბედურებაში ჩავარდა.[2] პედაგოგიური საქმიანობა სოფელ ჭანკუშშის (ჩინგიუსი) სკოლაში დაიწყო, სადაც მან ასევე თავი დაიმკვიდრა როგორც მწერალმა. მან 1880-იანი წლების განმავლობაში, სტამბოლის გაზეთებს, Arevelk და Masis-ის თავის ნაშრომებს უგზავნიდა. 1893 წელს, გაზეთ Hairenik-ში მას გამოუქვეყნეს ამერიკელი მისიონერის და სოფელში მისი საქმიანობის შესახებ აგებული სატირა, „ემილი“, აღნიშნულმა სატირამ დადებითი შეფასებები მიიღო, როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე მკითხველისგანაც.
ტლგადინციმ მთელი თავისი ცხოვრება ელაზიღში გაატარა. მისი მოთხრობები ძირითადად აქცენტირებულია სრულიად ჩვეულებრივი სოფლის მოსახლეობის ფსიქოლოგიაზე, ღირებულებებზე და ურთიერთობებზე. იმ ეპოქაში, როდესაც ათასობით მისი თანამემამულე ტოვებდა სამშობლოს და ამერიკაში მიდიოდა, იოჰანესი წინააღმდეგი იყო ემიგრაციით წასვლისა. იგი ასევე არასდროს გამხდარა რომელიმე რევოლუციური პარტიის წევრი. თუმცა,მიუხედავად ამისა, ტლგადინცი სერიოზულად იყო შეშფოთებული სომხებს შორის მისიონური პროტესტანტიზმით.
1884 წელს ტლაგინცმა სოფელ ხარპერტში ცხოვრება გადაწყვიტა. 1887 წელს მან ხარპერტში დააარსა ცენტრალური ეროვნული სკოლა და 1888 წელს გახდა მისი დირექტორი, სკოლის დირექტორი იყო გარდაცვალებამდე, 1915 წლამდე. სკოლა იდგა ხარპერტის ზემო კვარტალში წმინდა ჰაგოპის ეკლესიის გვერდით და საყოველთაოდ ცნობილი იყო როგორც ცენტრალური სკოლა ან „წითელი კოლეჯი“, მას წითელი კოლეჯი, იმის გამო ეწოდა, რომ მისი ექსტერიერი წითლად იყო შეღებილი. სკოლაში ასწავლიდნენ სომხეთის საერო და ეკლესიის ისტორიას, კლასიკურ და თანამედროვე სომხურ ენას, გრამატიკასა და კომპოზიციას, ინგლისურს, ინგლისურ ლიტერატურას, ფრანგულ ენას და ლიტერატურას, თურქულ ენას და ლიტერატურას, მათემატიკას, მუსიკას და ფიზიკას.
1895 წელს, ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის დროს, სკოლას თავს დაესხ აანტი-სომხური ბრბო და მთლიანად გადაწვეს. მოგვიანებით, იოჰანესმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ მოახერხეს, რომ სკოლაში რამდენიმე კლასი გაეხსნათ. ხოლო ცენტრალური სკოლის საწყის ადგილზე აღმშენებლობა დაიწყო, გაერთიანებული ხარპერტის საგანმანათლებლო ასოციაციების ფინანსური დახმარებით. თავდაპირველ ადგილას სკოლა დაბრუნდა 1900 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ იყო შეღებილი წითლად, გადაკეთებულ სკოლას კვლავ ეწოდა „წითელი კოლეჯი“. [3]
1903 წელს, სომეხი ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ტლგადინცი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს ცხრა თვის განმავლობაში, მის წამყვან მოწაფესთან, რუპენ ზართარიანთან ერთად. განთავისუფლებისთანავე, ტლგადინცს საშუალება მიეცა, რომ სკოლის დირექტორობა გაეგრძელებინა.
რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბნელი კუთხეებიდან
- მხოლოდ ერთი ჭიქა
- მე გავაკეთე ჩემი ნაწილი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Heritage of Armenian Literature, By Agop J. Hacikyan, Gabriel Basmajian, Edward S. Franchuk, Wayne State University Press, 2005, pp. 497-498
- ↑ Tlgadintsi, Գյուղին Կյանքը [Kyughin Gyankə] (Village Life), Yerevan, "Hayastan" Publishing, 1966, p. 4, in foreword by Լուսիկ Կարապետյան (Loosig Garabedian).
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-25. ციტირების თარიღი: 2013-12-09.