შინაარსზე გადასვლა

იოსებ გოგიტიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიტიძე.

იოსებ (სოსო) რევაზის ძე გოგიტიძე (დ. 31 მაისი 1962, ქობულეთი) — გენერალ-მაიორი (1994 წ.), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1993-2004 წწ.).

1991 წელს დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი რუსეთში. ამავე წელს სამსახური დაიწყო აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში უზენაესი საბჭოსა და მთავრობის დაცვის ქვეგანყოფილების უფროსად. 1993 წლის ოქტომბერში დაინიშნა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. 1993 წლის ნოემბრიდან 2004 წლის მაისამდე იყო აჭარის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1996 წ.) და ღირსების (1997 წ.) ორდენებით. აჭარის ავტონომიის მეთაურის, ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ საქართველო დატოვა[1].

ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ გოგიტიძეს ბრალად ედებოდა 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, თენგიზ ასანიძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად აჭარის უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2.2016.67 ლარის მითვისება, 2004 წლის 2 მაისს ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ტერორისტული აქტების ორგანიზება. 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოგიტიძე დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 63.
  2. სასამართლომ ასლან აბაშიძე და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ სცნო. საქართველოს პროკურატურა, 2016-08-11.