იოსაფატ ბარბარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოსაფატ ბარბარო
მშობ. სახელი იტალ. Giosafat Barbaro
დაბ. თარიღი 1413
ვენეცია
გარდ. თარიღი 1494
ვენეცია
საქმიანობა მოგზაური, დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე

იოსაფატ ბარბარო (იტალ. Giosafat Barbaro) — ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. 1436-51 წლებში ცხოვრობდა ტანაისში (ამჟამინდელი აზოვი). მოგზაურობდა კავკასიაში, ყირიმში, სამხრეთ რუსეთში. 1463-73 წლებში ვენეციის რესპუბლიკის წარმომადგენლად იყო ჯერ დალმაციაში, შემდეგ ალბანეთში. ალბანეთში ყოფნისას სახელი გაითქვა როგორც სკანდერბეგის თანამებრძოლმა. 1473-79 წლებში ვენეციის რესპუბლიკის ელჩად იყო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოში და ცდილობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება უზუნ-ჰასანი. თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა ბარბარომ აღწერა წიგნში, რომელშიც მოცემულია პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს XV საუკუნის II ნახევრის საქართველოს და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს ურთიერთობის ამსახველი ცნობები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 203, თბ., 1977 წელი.
  • Барбаро и Контарини о России. К истории итало-российских связей в ХVІ в. Вступ. статья, подг. текста, пер. и комм. Е. Ч. Скржинской. Л., Наука, 1971.
  • Путешествие в Тану. — В: Каспийский транзит. Т. 2. М., 1996.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]