იორამისა და კირილეს ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იორამისა და კირილეს ელჩობა რუსეთში 1592-1593კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთის სამეფოში. კახეთიდან რუსეთში გაბრუნებულ პლეშჩეევის ელჩობას თან ჩაჰყვნენ ქართველი ელჩები თავადი იორამი და კირილე არქომანდრიტი. ქართველი ელჩები რუსეთის ხელმწიფეს მფარველობის პირობის შესრულებას სთხოვდნენ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ: საშამხლო-დაღესტნის დაპყრობას, თერგიდან კახეთამდე გზის გაწმენდას და ზარბაზნის ოსტატებისა და არტილერისტების გაგზავნას კახეთში. ქართველი ელჩების ენერგიული მეცადინეობის შედეგად ბორის გოდუნოვმა საშამხლოს წინააღმდეგ მართლაც გაგზავნა ჯარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967