იოლანდა ანჟუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოლანდა ანჟუელი
Ambito francese - Iolanda d'Angiò, duchessa di Lorena e di Bar, contessa di Vaudémont.jpg
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1473
მმართ. დასასრული: 1484
წინამორბედი: ნიკოლა ანჟუელი
მემკვიდრე: რენე II ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1428
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 23 მარტი, 1484, (54 წლის)
გარდ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
მეუღლე: ფრიდრიხ II, ვემონტის გრაფი
შვილები: ექვსი შვილი
დინასტია: ვალუები
მამა: რენე, ნეაპოლის მეფე
დედა: იზაბელი, ლოთარინგიის ჰერცოგინია
რელიგია: კათოლიციზმი

იოლანდა ანჟუელი (ფრანგ. Yolande d'Anjou; დ. 2 ნოემბერი, 1428 — გ. 23 მარტი, 1484) — ვალუას დინასტიის ანჟუელთა განშტოების წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე რენე I-ისა და მისი პირველი ცოლის, იზაბელ ლოთარინგიელის შუათანა შვილი. დედის, ძმისა და ძმიშვილის გარდაცვალების შემდეგ, იგი გახდა ლოთარინგიის ჰერცოგინია, ტახტის შენარჩუნების გზით კი საკუთარ ბიძაშვილზე იქორწინა, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა.

ბიოგრაფია და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოლანდა იყო ნეაპოლის მეფე რენე ანჟუელისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ იზაბელ ლოთარინგიელის ასული, რომელიც ასევე ლოთარინგიის ჰერცოგინია იყო. მას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, რომელსაც ნიკოლა ერქვა, თუმცაღა იგი მალევე დაიღუპა. თავად მას, სახელი ბებიის, დედოფალ იოლანდა არაგონელის პატივსაცემად დაარქვეს.

1445 წელს მშობლებმა იგი ცოლად შერთეს ვემონტის გრაფ ანტუანის ვაჟ ფრიდრიხს, რომლებიც მათ დიდ საფრთხეს უქადდნენ. 1453 წელს იზაბელ ლოთარინგიელი გარდაიცვალა, ტახტზე კი იოლანდას ძმა, ჰერცოგი ჟან II ავიდა, რომელიც 1470 წელს დაიღუპა. მის შემდეგ ლოთარინგიის ჰერცოგი ჟანის ვაჟი ნიკოლა I ხდება, თუმცა იგი სულ სამ წელიწადში, 1473 წელს უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ლოთარინგიის ტახტზე იოლანდა და ფრიდრიხი ადიან.

იოლანდასა და ფრიდრიხს მრავალწლიანი ქორწინებიდან სულ ექვსი შვილი შეეძინათ:

  1. რენე II (დ. 1451 — გ. 1508), ლოთარინგიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფილიპა გელდერსელი. სწორედ მისი შთამომავალი იყო შოტლანდიის დედოფალი მარია დე გიზი და მისი ქალიშვილი, შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი მერი სტიუარტი;
  2. ნიკოლა (დ. ? — გ. 1476), იონვილის მარკიზი, გარდაიცვალა ადრეულ ასაკში;
  3. პიერი (დ. ? — გ. 1453), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ჟანა (დ. 1458 — გ. 1480), ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძაშვილს, ანჟუს ჰერცოგ შარლ IV-ს, თუმცა ქორწინება უშვილო იყო და ვალუას დინასტიის ანჟუს განშტოება ამით შეწყდა;
  5. იოლანდა (დ. ? — გ. 1500), ცოლად გაჰყვა ჰესენის ლანდგრაფ ვილჰელმ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  6. მარგარიტა (დ. 1463 — გ. 1521), ცოლად გაჰყვა ალანსონის ჰერცოგ რენეს, რომელთა შთამომავალიც შემდგომში იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV;

იოლანდა ანჟუელი გარდაიცვალა 1483 წელს, 54 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "UPPER LOTHARINGIA NOBILITY". Retrieved 2015-03-17.
  • Wheeler, Victor (2011). "Dicapo Opera – Tchaikovsky's Iolanta". www.classicalsource.com. Retrieved 2011-12-18.
  • King's Rene's Daughter, Thanhouser films .
  • Das Licht der Liebe (1990)