იოანეს ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანეს ხიდი
რუს. Иоанновский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°57′08″ ჩ. გ. 30°19′20″ ა. გ. / 59.95222° ჩ. გ. 30.32222° ა. გ. / 59.95222; 30.32222
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კრონვერის სრუტე
მშენებლობის დაწყების თარიღი 1703
გახსნის თარიღი 1706 წ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810696001
იოანეს ხიდი — რუსეთი
იოანეს ხიდი

იოანეს ხიდი (რუს. Иоанновский мост) — კრონვერის სრუტეზე გადებული ხიდი სანქტ-პეტერბურგში, პეტროგრადის რაიონში. აკავშირებს ზაიაჩის და პეტროგრადის კუნძულებს. 1887 წლამდე პეტრეს ხიდის სახელით იყო ცნობილი, თუმცა შემდგომში მას დაერქვა იოანეს ხიდი. ხიდთან უახლოესი მეტროსადგურია „გორკოვსკაია“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანქტ-პეტერბურგის ისტორია 1703 წელს დაიწყო პეტრესა და პავლეს ციხეების ჩამოყალიბებით. პირველი ხიდი ახლადაშენებულ ქალაქში იყო ხის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ზაიაჩისა და პეტროგრადის კუნძულებს. ხიდი განთავსებული იყო ჯერ კიდევ 1705 წელს დათარიღებულ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გეგმაზე.

1738 წელს, როდესაც დამატებითი საფორტიფიკაციო ნაგებობების საჭიროება საბოლოოდ აღმოიფხვრა, ხიდი თავიდან აშენდა. სწორედ ამ დროისათვის აშენდა იოანეს რაველინი, აქტიურად შენდებოდა იოანეს კარიბჭეც, რომელიც დასრულდა 1740 წელს. სწორედ ამ კარიბჭეზე იყო მიმართული ხიდი.

თანამედროვე იოანეს ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი და დღემდე ძველი ხიდის ქვის საძირკველს ეყრდნობა.

2003 წლის 7 მაისს ხიდის მახლობლად დაიდგა კურდღლის ფიგურა. არაოფიციალურად მას უწოდებენ „წყალდიდობისგან გადამრჩენელს“. 2016-2017 წლებში ხიდის უკანასკნელი რემონტი განხორციელდა, ხიდის მოპირკეთებაც განხორციელდა. შეიღება ასევე ლითონის სტრუქტურა. აღდგენილ იქნა დაზიანებული დეკორები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 462. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 326. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 50. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Плюхин Е. В., Пунин А. Л. Мосты повисли над водами... — Л.: Аврора, 1975. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Панкрашкина Н. И. Мосты Петропавловской крепости // Краеведческие записки: исследования и материалы. — СПб.: ГМИСПб, 1998. — Т. 6, № 4. — С. 189—220.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]