ინწობა (სამონასტრო ანსამბლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინწობა.

ინწობა, საბუე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. სოფელ საბუედან (ყვარლის მუნიციპალიტეტი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიის და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირდებოდა სამსხვერპლოს, სადიაკვნეს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკლესიებს. სამხრეთ ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, რომლის ორი ნალისებრი ფორმის თაღი შუაში აღმართულ სქელ, მასიურ ბოძს ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]