ინფოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინგოგრაფია განსაზღვრავს კომპიუტერულად შექმნილ და მართულ გრაფიზმებს. ამ გრაფიზმების მართვა ემყარება ისეთი მატერიალური ელემენტებისაგან შემდგარ გრაფიკულ სადგურებს, როგორიცაა პროცესორი და გრაფიკული კარტა, რომელთა მახასიათებლები განსაზღვრავს პასუხის სისწრაფეს და გრაფიკული ერთეულების გამოთვლას. ამგვარ გრაფიკულ სადგურებს მიეკუთვნება აგრეთვე შეტანის მოწყობილობები, როგორიცაა სკანერი, მართვის მოწყობილობები, როგორიცაა მაუსი ან გრაფიკული პლანშეტი (დიჯიტაიზერი), შენახვის მოწყობილობები, როგორიცაა ვინჩესტერი და USB გასაღები და გამოტანის მოწყობილობები, როგორიცაა პრინტერი და მონიტორი. ამასთანავე,მათ უნდა გააჩნდეთ მომხმარებლის ინტერფეისი, რომელიც მომხმარებლის და კომპიუტერის ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა და ბოლოს, ისეთი მონაცემთა ფორმატები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიღებული სურათიდან მის ციფრულ ელემენტებზე გადასვლას.

1980იან წლებისკენ ფრანგულ ენაში შემოტანილი კონცეფციის თანახმად,იგი განსაზღვრავს მხოლოდ გრაფიზმებს, რომლებსაც უწოდეს << ინფოგრაფიები >>, რომელთა დანიშნულებაა სურათში სტატიკური საერთო ინფორმაციის ჩადება დიაგრამების, რუკების და სქემების საშუალებით. თუმცა ინფოგრაფიის კონცეფცია სწრაფად გავრცელდა ინფორმატიკული საშუალებებით შექმნილ ყველა გრაფიზმში და მას განასხვავებენ ტერმინით [[<< პრესის ინფოგრაფია >>]], სფერო სადაც ინფოგრაფიები ყველაზე ხშირად გამოყენებადია. ეს საქმიანობა დაუკავშირეს გრაფიკულ ხელოვნებას იმ ადამიანებმა, რომლებიც მას აღიქვამენ, როგორც არტისტული გამოხატულების ფორმას.


ინფოგრაფისტი[რედაქტირება]

რას ნიშნავს ინფოგრაფისტი გვერდების შემქმნელი?

ინფოგრაფისტი- გვერდის შემქმნელი ამზადებს და ახორციელებს ვიზუალური კომუნიკაციების (ნახატები, გრაფიზმები, ილუსტრაციები, მონტაჟები) მხარდაწერას. ეს საგანი კომბინირებას ახდენს გრაფიზმის ხელოვნებისა ინფორმატიკული ხელსაწყოების გამოყენებასთან და 2Dში სამუშაო პროგრამებთან. ის კრებს და კომპიუტერის ეკრანზე მედია (სურათი+ტექსტი)გამოაქვს მაკეტის მიხედვით, იქნება იგი გამოცემისა და დაბეჭდვისთვის (ბროშურები, ბუკლეტები, პლაკატები, კატალოგები) განსაზღვრული თუ ქსელში გავრცელებისათვის (web გვერდები, ელექტრონული დოკუმენტები). ინფოგრაფისტი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სხვა პროფესიის წარმომადგენლებთანაც: მხატვრულ დორექტორთან, ფოტოგრაფთან, სცენარისტთან, 3D ანიმატორთან, ვებმასტერთან, პროგრამისტთან...


ისტორია[რედაქტირება]

მოიხსენიებენ 1973 წლიდან (IBM Systems Journal), და აგრეთვე არარეგულარული ინტერვალებით, კომპიუტერზე ექსპერიმენტული ჰოლოგრამების შექმნიდან მოყოლებული. მაგრამ ვინაიდან ეს ოპერაცია იყო ნელი და არა ინტერაქტიული (იმ დროისთვის), იგი ვერ დამკვიდრდა პროფესიად.

ციფრული ერის სულმთლად დასაწყისში, გრაფისტები ხშირად იყვნენ თვითნასწავლები, და მათი ნიჭი ძალიან მოთხოვნადი იყო. ამჟამად, იმისათვის რომ გახდე ინფოგრაფისტი, საჭიროა სოლიდური განათლება გრაფიზმში, და კომპიუტერის გრაფიკული მოწყობილობების კარგი ცოდნა.

1990იან წლებში გრაფიზმის სფეროში ინფორმატიკული მოწყობილობების გავრცელებამ ცოტა ხელოვნური გახადა განსხვავება << გრაფისტსა >> და << ინფოგრაფისტს >> შორის, ყველა გრაფისტი მეტ-ნაკლებად ინფოგრაფისტიც იყო.


პრაქტიკა[რედაქტირება]

ძირითადი ტერმიენები, რომლებიც გამოიყენება ინფოგრაფიის მომხმარებლის მოსახსენიებლად, არის << ინფოგრაფისტი >> ან << ინფოგრაფი >>. ჟურნალისტიკის სფეროში გამოიყენება ტერმინები << პრესის ინფოგრაფისტი >>, << გრაფიკული რედაქტორი >>, << გრაფიკოსი გამომცემელი >> ან << ინფოგრაფისტი ილუსტრატორი >>, საგამომცემლო ჯგუფში ადამიანის ჟურნალისტიკური და/ან გრაფიკული საქმიანობისდა მიხედვით. გრაფიკული ხელოვნების სფეროებში ძირითადად ერთმანეთისგან განასხვავებენ მათ, ვინც მანიპულირებს ორ განზომილებიანი სურათებით და მათ, ვინც მანიპულირებენ ობიექტებით სამგანზომილებიან სივრცეში.

პირველ მიდგომას ძირითადად ვხვდებით კომიქსებში, სადაც გაფერადება და პიგმენტაციაც კი ხორციელდება კომპიუტერული ხატვის პროგრამული საშუალებებით, სარეკლამო აბრებში, სადაც გამუდმებით საჭიროა სურათების მოდიფიცირება, ვიდეო თამაშებში, სადაც პიქსელ-არტი (პიქსელური ტექნიკა) იყო დომინანტი ტერმინალების მეხუთე თაობამდე, რომლის დროსაც 2D მიისწრაფის ტექსტურებით გამოსახვისკენ.

3Dს ძირითადად ვხვდებით არქიტექტურაში, სადაც იყენებენ 3D მოდელირებას იმისათვის, რომ გამოსახონ ჩაფიქრებული შენობის ან კონსტრუქციის გარეგნული სახე, სარეკლამო თუ კინემატოგრაფიულ ანიმაციურ ფილმებში, სადაც 3D გადაწყვეტის საფუძველზე მიღებული შესაძლებლობები არის მაქსიმალურად გამოყენებული და აგრეთვე ვიდეო თამაშებში, სადაც აქტივირებული 3D თამაშის ფაზები შემოსაზღვრულნი არიან 3D პოლიგონალურად და მაქსიმალურად ოპტიმიზირებულნი ისეთი მატერიალური შეზღუდვების შესამცირებლად, რომლებიც რეალური დროის ამოწურვის საშუალებას არ იძლევიან.

შეტანის ხელსაწყოებიდან შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ოპტიკური ფანქარი, გრაფიკული პალიტრა, სკანერი, მაუსი, გრაფიკული პლანშეტი ან კიდევ ე.წ. trackball. ყველაზე გავრცელებული გამოტანის მოწყობილობები კი არის პრინტერი და მონიტორი.


ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

Béatrice Poinssac, L'infographie, Presses Universitaires de France - Que sais-je ?, Paris, 1994 [(ISBN 2130457940)]


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

დაკავშირებული სტატიები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


თარგი:ინფორმატიკული პორტალი