ინტურისტ-პალასი (სასტუმრო)
| ინტურისტ-პალასი (5 | |
|---|---|
| მდებარეობა | ბათუმი საქართველო |
| მისამართი | ნინოშვილის ქ. 11 |
| ისტორია | |
| გახსნის თარიღი | 1939, 1980, 2006 |
| სტატისტიკა | |
| სართულების რაოდენობა | 5 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
ინტურისტ-პალასი – სასტუმრო საქართველოში, ქალაქ ბათუმში. მდებარეობს ქალაქის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე.
სასტუმრო ინტურისტის შენობა 1939 წელს აიგო, აკადემიკოს ალექსეი შჩუსევის პროექტით. იგი ორჯერ გადაკეთდა 1979-80 და 2006 წლებში.
1927-დან 1939 წლამდე აქ განთავსებული იყო ინტურისტის სააგენტო, რომელიც შემდეგ ინტურისტის განყოფილებად გარდაიქმნა და ემსახურებოდა ინდივიდუალურ კლიენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სასტუმროში უცხოვრია 450,000-ზე მეტ უცხოელ ტურისტს, პოლიტიკოსს, დიპლომატს, ბიზნესმენს და სპორტსმენს.[1] სასტუმროში ასევე გამართულა საერთაშორისო კონფერენციები და ფორუმები.
2016 წელს სასტუმროს შენობა შეიძინა კომპანია მეტრო ჰოლდინგმა და დღეს იგი მაღალი კლასის სასტუმროს წარმოადგენს.
სასტუმრო 5 სართულიანი და აქვს 150 ნომერი, შიდა და გარე აუზი, სპა და ფიტნეს გამაჯანსაღებელი ცენტრი, კაზინო, ორი რესტორანი, საუნა, თურქული აბანო.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სასტუმრო ინტურისტ-პალასის შესახებ. Hotel Intourist Palace. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2008. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ ნობელი, ჯონი. ბათუმი: სასტუმრო ინტურისტ-პალასი. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2009.