სრინაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სრინაგარი

სრინაგარიქალაქი ინდოეთში, ჰიმალაიში. გაშენებულია ქაშმირის ხეობაში, მდინარე ჯელამის ნაპირზე, 1600 მეტრ სიმაღლეზე. ჯამუ და ქაშმირის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 1, 273, 312 კაცი (2011). მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პუნქტი. ცნობილია შალების, ხალიჩების შინამრეწველური წარმოებით, ხესა და ლითონზე კვეთით. არის საფეიქრო და კვების მრეწველობის საწარმოები. ქალაქში განვითარებულია ტურიზმი, სრინაგარის ტერიტორია დაქსელილია არხებით, ქალაქის შიგნით უმთავრესად ნავებით მიმოდიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]