ინგლისური კოკერ-სპანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგლისური კოკერ-სპანიელი
წარმოშობის ქვეყანა ინგლისი
თვისებები
წონა 13-14,5 კგ.
სიმაღლე 39-41 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ინგლისური კოკერ-სპანიელი (ინგლ. English Cocker Spaniel) — ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნური მეთოდით გამოიყვანეს XIX საუკუნეში. ამ ძაღლის შექმნის პირველადი მიზანი იყო იდეალური სანადირო ძაღლის შექმნა. 1902 წელს ის ოფიციალურად აღიარეს ძაღლის ჯიშად.

თანამედროვე ინგლისური კოკერ-სპანიელი ძლიერ შეიცვალა პირვანდელ მდგომარეობასთან შედარებით. განვითარებული აქვთ ძლიერი ყნოსვა და მხედველობა. თავი დიდი და სწორი აქვს, თვალები მრგვალი, მუქი, გრძელი ყურები დაბლა აქვს ჩამოწეული. ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა. კარგად ცურავს. ინგლისური კოკერ-სპანიელის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 11-12 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]