შინაარსზე გადასვლა

იმრე ნადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმრე ნადი
უნგრ. Nagy Imre
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1896(1896-06-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი კაპოშვარი[9]
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი, 1958(1958-06-16)[1] [2] [3] [4] [10] [5] [6] [7] [8] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბუდაპეშტი[9] [9]
მოქალაქეობა  უნგრეთი
მეუღლე/ები Mária Égető
შვილ(ებ)ი Erzsébet Nagy

იმრე ნადი (დ. 7 ივნისი, 1896 — გ. 16 ივნისი, 1958) — უნგრელი პოლიტიკოსი. უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმინისტრი 1953-1955 წლებში და 1956 წლის 24 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, უნგრეთის რევოლუციის დროს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჩავარდა ტყვედ და რუსეთში ყოფნის პერიოდში დაუახლოვდა კომუნისტურ იდეოლოგიას. 1930-1944 წლებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, მიიღო აგრარული განათლება. 1945-1946 წწ. იყო უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1953 წლის ივლისში მალენკოვის მხარდაჭერით გახდა პრემიერ-მინისტრი. 1955 წლის თებერვალში გადააყენეს თანამდებობიდან, ნოემბერში კი გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან. 1956 წლის ნოემბერში ბუდაპეშტის მოვლენების დროს დაბრუნდა ხელისუფლებაში და შექმნა კომუნისტურ სამყაროში პირველი მრავალპარტიული მთავრობა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ნადიმ თავი შეაფარა იუგოსლავიის საელჩოს. 18 დღის შემდეგ ის დააპატიმრეს, ფარულად გაასამართლეს და 1958 წლის 16 ივნისს სიკვდილით დასაჯეს.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 9.2 Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია