ილია ზანკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ზანკოვსკი
დაიბადა 1832[1] [2] [3] ან 1843[4]
დაბადების ადგილი პოლონეთი
გარდაიცვალა 1919[1] [2] ან 1917[4]
გარდაცვალების ადგილი თბილისი

ილია ნიკოლოზის ძე ზანკოვსკი (პოლ. Ilja Zańkowski, რუს. Илья Николаевич Занковский; დ. 1832 – გ. 1919) — პოლონელი ფერმწერი; ხანგრძლივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.

დაბადების ადგილი უცნობია. 1862–1863 წლებში იყო თავისუფალი მსმენელი სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1864 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო (ამზადებდა ტოპოგრაფიულ რუკებს), შემოიარა კავკასიის თითქმის ყველა მთიანი რაიონი, საიდანაც ჩამოჰქონდა ესკიზები მომავალი ნამუშევრებისათვის. იყო ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებული ყველა გამოფენის მონაწილე, ასევე მასწავლებელი ამავე საზოგადოებასთან არსებულ ხელოვნების სკოლაში. ზანკოვსკის შემოქმედებაში ძირითადი ნაწილი უჭირავს კავკასიის მთების პეიზაჟებს. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აჭარის ხელოვნების მუზეუმის, პეტერბურგის რუსული მუზეუმის, ნიჟნი ნოგოროდის, ომსკის, ოდესის, ბაქოს და მახაჩყალის მუზეუმების, ასევე კერძო კოლექციებში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Répertoire des artistes
  2. 2.0 2.1 Artnet — 1998.
  3. MAK
  4. 4.0 4.1 Art Renewal Center — 2000.