მაჰაჩყალა
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
მაჰაჩყალა МахIачхъала | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| რესპუბლიკა | დაღესტანი | ||||
| მუნიციპალური რაიონი | 3 | ||||
| შიდა დაყოფა | Kirovsky District, Leninsky District და Sovetsky District | ||||
| კოორდინატები | 42°59′00″ ჩ. გ. 47°29′00″ ა. გ. / 42.98333° ჩ. გ. 47.48333° ა. გ. | ||||
| მერი | სალმან დადაევი | ||||
| დაარსდა | 1844 | ||||
| ადრეული სახელები | ანჟი-ყალა, პეტროვსკი | ||||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1857 | ||||
| ფართობი | 468,13[1] კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 574 227[2] კაცი (2012) | ||||
| სიმჭიდროვე | 1001 კაცი/კმ² | ||||
| აგლომერაცია | 558 100 | ||||
| ეთნოქორონიმი | მახაჩყალელები | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
| სატელეფონო კოდი | 8722 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 367000-367999 | ||||
| ოფიციალური საიტი | https://mkala.ru/ | ||||
მაჰაჩყალა (რუს. Махачкала; ხუნძ. МахIачхъала; ლაკ. МахІачкъала, Анжи; ლეზ. Мягьячкъала; თაბას. Мягьячгъала; დარ. ГIянжи-Къала, МяхIячкъала; კუმ. Анжикъала, Магьачкъала) — დაღესტნის დედაქალაქი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთით.
ქალაქის ადგილას დასახლება გაჩნდა 1844 წელს, როგორც რუსული სამხედრო სიმაგრე „პეტროვსკოე“. ადგილობრივები ამ ადგილს ყუმუხურ ენაზე უწოდებდნენ ანჯი-ყალას (Анжи-Кала, ფქვილის ციხე).

1857 დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი და საპორტო ქალაქ „პეტროვსკ-პორტი“ (Петровск) სახელწოდება, რომელიც დაკავშირებულია ლეგენდასთან, თითქოსდა სპარსეთზე ლაშქრობისას ამ ადგილას პეტრე I-ის სამხედრო ბანაკი იყო განლაგებული.
დღევანდელი სახელწოდება ქალაქმა მიიღო 1921 წელს რევოლუციონერ მაგომედ-ალი დახადაევის (1882–1918), ფსევდონიმით — მაჰაჩი, პატივსაცემად. მოგვიანებით, მაჰაჩყალა დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
ქალაქი განივრცო კასპიის ზღვის სანაპიროზე 70 კილომეტრის მანძილზე. ქალაქში დაღესტნის, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის 60-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაჰაჩყალის ადმინისტრაციის ოფიციალური პორტალი დაარქივებული 2021-09-28 საიტზე Wayback Machine.
- დაღესტნის დეპუტატთა სახალხო კრება დაარქივებული 2012-01-27 საიტზე Wayback Machine.
- ქალაქ მაჰაჩყალის მერის, საიდ ამიროვის საიტი
- მახაჩყალის გეგმა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||