იკილილუ დუანინი
იერსახე
იკილილუ დუანინი (ფრანგ. Ikililou Dhoinine; დ.14 აგვისტო, 1962, ჯოეზი, კომორი) — კომორის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 2011 წლის 26 მაისიდან 2016 წლის 26 მაისამდე.
დუანინი განათლებით ფარმაცევტია.[1] პრეზიდენტ აჰმედ აბდალა სამბის მმართველობის პერიოდში (2006–2011) ეკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 2008 წლის 26-31 მარტს იყო კუნძულ ნძუანი (ანჟუანი) დროებითი პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც აფრიკის კავშირის ძალებმა დაამხეს კუნძულის სეპარატისტი პრეზიდენტი მოჰამედ ბაქარი[2].
დაქორწინებულია, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Comoros islanders elect Ikililou Dhoinine as president
- ↑ Comoros island president removed from power. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-15. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
- ↑ Comité de soutien à la Candidature du Docteur Ikililou DHOININE Section de France, Paris[მკვდარი ბმული]