აზალი ასუმანი
აზალი ასუმანი | |
კომორის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 26 მაისი, 2016 |
წინამორბედი | იკილილუ დუანინი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მაისი, 2002 – 26 მაისი, 2006 | |
წინამორბედი | ჰამადა მადი (მოვალეობის შემსრულებელი) |
მემკვიდრე | აჰმედ აბდალა სამბი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აპრილი, 1999 – 21 იანვარი, 2002 | |
წინამორბედი | ტაჯიდინ ბენ საიდ მასუნდე (მოვალეობის შემსრულებელი) |
მემკვიდრე | ჰამადა მადი (მოვალეობის შემსრულებელი) |
დაბადებული | 1 იანვარი, 1959 მიცუჯე, კომორის კუნძულების კავშირი |
განათლება | უმაღლესი სამხედრო |
რელიგია | ისლამი |
ხელმოწერა |
აზალი ასუმანი (არაბ. غزالي عثماني; დ. 1 იანვარი, 1959) — პოლკოვნიკი, კომორის პრეზიდენტი 1999–2002 და 2002–2006 წლებში. პრეზიდენტი 2016 წლის 26 მაისიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზალი ასუმანი დაიბადა 1959 წლის 1 იანვარს, ქალაქ მიცუჯეში, კომორის კუნძულების კავშირი.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან სამხედრო კარიერა აირჩია. იგი ორი ათწლეულის განმავლობაში აგრძელებდა სამხედრო კარიერას. 1977–1980 წლებში, ასუმანი სამხედრო წვრთნებს მაროკოს სამეფო სამხედრო აკადემიაში იტარებდა, სადაც პარაშუტისტის კვალიფიკაცია მიიღო. 1989–1990 წლებში, მაიორის თანამდებობაზე მყოფი აზალი ასუმანი, კომორის თავდაცვითი ძალების (FCD) უფროსი ოფიცერი გახდა. 1996 წელს, მან სამხედრო წვრთნების მიღება საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში განაგრძო, სადაც იგი დააწინაურეს და პოლკოვნიკად და განვითარების ეროვნული არმიის (NAD) შტაბის უფროსად დანიშნეს.
ასუმანი კომორის პრეზიდენტი 1999 წლის 30 აპრილს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის — ჰამადა მადის ხელისუფლების დამხობისთვის მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გახდა. 2002 წელს, მან მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა, მანამდე კი იგი კონსტიტუციური მოთხოვნით თანამდებობიდან გადადგა, რათა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა. 2002 წლის 26 მაისს, იგი კომორის პრეზიდენტად აირჩიეს, 2006 წლის 26 მაისს კი — თანამდებობიდან გადადგა.
2016 წლის 21 თებერვალს, კომირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა[1], სადაც, ასუმანმა ხმათა 14.96% მიიღო და მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ 10 აპრილს, გაიმართა არჩევნების მეორე ტური, სადაც აზალი ასუმანმა ხმათა 41% მოიპოვა და კომორის პრეზიდენტი გახდა[2]. თანამდებობა დაიკავა 2016 წლის 26 მაისს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ტაჯიდინ ბენ საიდ მასუნდე მოვალეობის შემსრულებელი |
კომორის პრეზიდენტი 1999-2002 |
შემდეგი: ჰამადა მადი მოვალეობის შემსრულებელი |
წინამორბედი: ჰამადა მადი მოვალეობის შემსრულებელი |
კომორის პრეზიდენტი 2002-2006 |
შემდეგი: აჰმედ აბდალა სამბი |
წინამორბედი: იკილილუ დუანინი |
კომორის პრეზიდენტი 2016- |
შემდეგი: — |