იზთუზუს კუების სანაპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Iztuzu strand.JPG

იზთუზუს კუების სანაპირო (თურქ. Iztuzu kaplumbağalar sahil) — 4 კმ. სიგრძის ზღვის უბე მდინარე დალიანის ხმელთაშუა ზღვასთან შეერთების ადგილას. სანაპირო არის 120-160 მეტრი სიგანის ქვიშიანი ზოლი, რომელიც მდებარეობს მდინარე დალიანსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. სახელწოდება იმის გამო შეერქვა, რომ იგი ზღვის თავკომბალა კუს (ლათ. Caretta caretta) ერთ-ერთ საუკეთესო საქვირითო ადგილს წარმოადგენს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. ამ ფაქტორის გათვალისწინების გამო იზთუზუს სანაპიროს 1988 წლიდან დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]