ივერიის ღვთიშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივერიის ღვთიშობლის ხატის ეკლესია — ქართული მართმადიდებლური ეკლესია. მდებარეობს ნაძალადევში, მტკვრის მარცხენა მხარეს (რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მახლობლად), ნიკოლოზ ხუდადოვისა და ეროსი მანჯგალაძის ქუჩათა შესაყარზე.

ეკლესიის ხსენება XIX საუკუნე 90-იან წლებში დაიწყეს აქ დასახლებული რკინიგზის მუშა-მოსამსახურეებმა საზოგადო მოღვაწის გ. ჩარკვიანის მოთავეობით. ეკლესიის აგება 1899 წლის 25 თებერვალს დაუმთავრებიათ. 1900, 1904, 1910 თბილისის გეგმებზე ეკლესია დატანილი არ არის, გვხვდება მხოლოდ 1913 თბილისის გეგმაზე N321ა-თი " Церковь Ивсрской Божьей Матери". საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გაუქმდა. 1925 იქ განთავსდა წიგნების სააქსოვი საწარმო "სპარტაკი". 1927-1929 წლებში ეკლესია გადააკეთეს საზოგადო აბანოდ, რომელიც XX საუკუნის 90-იან წლებამდე მოქმედებდა. მომდევნო წლებში ძველი ეკლესია აღადგინეს. ფუნქციონირება დაიწყო XX საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს. ამჟამად ძველი ეკლესიის მხოლოდ დასავლეთი კედელია შემორჩენილი, საიდანაც ეკლესიის მთავარი შესასვლელია (მეორე შესასვლელი სამხრეტის კედელშია დატანებული). ეკლესია აგურითაა ნაშენი, დასავლეთის მხრიდან შესასვლელის თავზე მოთვსებულ ქვის ბარელიეფზე გამოსახულია ღვთისშობელი ყრმით ხელში. ეკლესიის ეზოში აშენდა მთავარანგელოზთა ეკლესია (1990), ამჟამად სამრეველო სკოლა შენდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 559