ივან ცანკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივან ცანკარი
Ivan Cankar 1915.jpg
დაბ. თარიღი 10 მაისი 1876(1876-05-10)
დაბ. ადგილი ვრჰნიკა[1]
გარდ. თარიღი 11 დეკემბერი 1918(1918-12-11)[1] (42 წელი)
გარდ. ადგილი ლიუბლიანა[1]
საქმიანობა პოეტი, მწერალი, რომანისტი, პოლიტიკოსი, ესეისტი და დრამატურგი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ჟანრი პოეზია

ივან ცანკარი (სლოვენ. Ivan Cankar; დ. 10 მაისი 1876, ვრხნიკა — გ. 11 დეკემბერი 1918, ლიუბლიანა) — სლოვენიელი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი.

დაიბადა 1876 წელს ვრხნიკაში, ლიუბლიანისს სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში. იყო ღარიბი ოჯახის მერვე შვილი. 1882-1888 წლებში სწავლობდა დაწყებით სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. შემდეგ ადგილობრივი მეცენატის წყალობით ლიუბლიანაში შევიდა რეალურ სკოლაში. 1896 წელს სასწავლების დამთავრების შემდეგ საინჟინრო საქმის შესასწავლად წავიდა ვენაში. ერთ თვეში გადავიდა ვენის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და რომანისტიკის ფაკულტეტზე. 1897 წელს დაბრუნდა ვრხნიკაში. 1898 წელს მცირე ხნით ცხოვრობდა პულაში, შემდეგ ისევ დაუბრუნდა ვენას. 1907 წელს მცირე ხნით კვლავ ბრუნდება სამშობლოში, წარუმატებელი საარჩევნი კამპანიის შემდეგ კი ისევ ავსტრიას უბრუნდება.

ივან ცანკარმა წერა სტუდენტობის დროს დაიწყო. მისი პირველი გამოქვეყნებული ნამუშევარი იყო ბალადა „ივან კაციანარი“ (სლოვენ. Ivan Kacijanar, 1893).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • D. Pirjevec. Ivan Cancar in evropska literatura. — Ljubljana, 1964.
  • D. Kermavner. Ivan Cancar in slovenska politika leta 1918. — Ljubljana, 1968.
  • F. Zadravec. Cankarjevi pogledi na jezik. — F. Zadravec. Elementi slovenske moderne književnosti. — Murska Sobota: Pomurska založba, 1980 — s. 9–34.
  • F. Bernik. Tipologija Cankarjeve proze. — Ljubljana — 1983.
  • B. Pogorelec. Slogovni razvoj v Cankarjevi prozi. — Obdobje simbolizma v slovenskem jeziku, literaturi in kulturi. — Ljubljana: Oddelek za slovanske jezike in književnosti (Obdobja,4, 2. del), 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]