ივან სვიტლიჩნი
| ივან სვიტლიჩნი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1929 ან 20 სექტემბერი, 1929[1] |
| დაბადების ადგილი | ტოლოკივკა, Starobelsk Okrug, უკრაინის სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1992 (63 წლის) ან 25 ოქტომბერი, 1992[1] (63 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კიევი |
| დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
| საქმიანობა | მწერალი[2] , პოეტი და მთარგმნელი |
| ენა | უკრაინული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ხარკივის უნივერსიტეტი |
ივან სვიტლიჩნი (უკრ. Іва́н Олексі́йович Світли́чний; დ. 20 სექტემბერი, 1929 ― გ. 25 ოქტომბერი, 1992) ― უკრაინელი პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საბჭოთა დისიდენტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივან სვიტლიჩნი 1929 წლის 20 სექტემბერს პოლოვინკინეში, ლუჰანსკის ოლქში, ფერმერთა ოჯახში დაიბადა.[3][4]
1952 წელს ხარკივის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1954 წელს კიევში, შევჩენკოს ლიტერატურულ ინსტიტუტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1954-1965 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ „დნეპრის“ რედაქტორად მუშაობდა.[3]
სვიტლიჩნი ვასილ სიმონენკოს დაუახლოვდა და სამიზდატითა და მაგნიტიზდატით მისი პოემების გავრცელებაში ეხმარებოდა. სვიტლიჩნის ლექსები რუსულ ენაზე დისიდენტმა იული დანიელმა თარგმნა.[4]
1960-იან წლებში სვიტლიჩნი კიევის შემოქმედებითი ახალგაზრდობის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მემარცხენე უკრაინელებით დაკომპლექტებულ კლუბს უკრაინული KGB უთვალთვალებდა. 1965 წლის აგვისტოში სვიტლიჩნი კლუბის საქმიანობაში ჩართულობისთვის დააპატიმრეს და ერთი წლით შრომით ბანაკში იყო დატყვევებული.[3] sშ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Visuotinė lietuvių enciklopedija Online
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #121796841 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 3 Obituary: Ivan Svetlichny en-GB (1992-12-21). ციტირების თარიღი: 2016-06-09
- 1 2 SVITLYCHNY, Ivan Oleksiyovych :: museum.khpg.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2016-06-09