ივანე პატარიძე (სამხედრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე პორფირის ძე პატარიძე (დ. 1890 — გ. 1944?) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის არმიის ოფიცერი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1913). მსახურობდა ოდესის მე-10 ულანთა პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1915); კორნეტმა პატარიძემ თავი გამოიჩინა 1915 წელს ავსტრიელებთან ბრძოლაში სოფ. შილოვცისთან, რისთვისაც დაჯილდოვდა „გიორგის იარაღით“ (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“, 1916). რუსეთის სამოქალაქო ომის (1918-1922) დროს მსახურობდა მოხალისეთა არმიაში, შემდეგ — სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. 1920 წლიდან ემიგრაციაში იყო იუგოსლავიის სამეფოში; ერთხანს იყო რუს ემიგრანტ სამხედროთა ორგანიზაციის — გალიპოლელთა საზოგადოების ქ. ბიტოლის განყოფილების თავმჯდომარე. II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს იბრძოდა გერმანელების მხარეს „რუსული კორპუსის“ შემადგენლობაში. 1944 წლის ოქტომბერში ქ. ჩაჩაკთან (სერბეთი) იუგოსლაველ პარტიზანებთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. სავარაუდოდ გარდაიცვალა მიღებული ჭრილობებისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Волков С. В. Офицеры армейской кавалерии: Опыт мартиролога. – М., 2002. – с. 399.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Патаридзе Иван. – Информационный портал «Памяти героев Великой войны 1914-1918 гг.».