ივანე გვენცაძე
ივანე გვენცაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 აპრილი, 1907 |
დაბადების ადგილი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი | 1990 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ჯარის სახეობა | არტილერია და artillery |
წოდება | senior lieutenant |
ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები | წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საბჭოთა კავშირის გმირი და სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი |
ივანე ნიკოლოზის ძე გვენცაძე (დ. 23 აპრილი, 1907, სოფ. ბარეული, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. ივლისი, 1990, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, საბჭოთა კავშირის გმირი (17 მაისი, 1944), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961).
დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი (1929), საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1937). მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა დონთან, სტალინგრადთან, კურსკთან, ხარკოვთან. მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის გვარდიის უფროს ლეიტენანტ გვენცაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
ომის შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე (მათ შორის საქქვანახშირის სისტემაში მთავარ ენერგეტიკოსად[1]). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩინჩილაკაშვილი ტ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 608.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 23 აპრილი
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 1990
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ინჟინრები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინრები
- საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში