ივანე ბაგრამიანი
Jump to navigation
Jump to search
ჰოვანეს ხაჩატური ბაღრამიანი (სომხ. Հովհաննես Խաչատուրի Բաղրամյան; რუსიფიცირებული ვერსია: Иван Христофорович Баграмян ივანე ქრისტეფორეს ძე ბაგრამიანი) (დ. 2 დეკემბერი [ძვ. სტ. 20 ნოემბერი], 1897, სოფ. ჩარდახლუ (განჯა), ელისავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ 21 სექტემბერი, 1982, მოსკოვი, სსრკ) — სომეხი საბჭოთა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (11.03.1955), საბჭოთა კავშირის გმირი (29.07.1944), სკკპ-ის წევრი 1941 წლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1915 - სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში.
- 1917 - დაამთავრა პრაპორშჩიკის სკოლა.
- 1920 - მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში.
- 1934 - დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
- 1938 - დაამთავრა გენშტაბის აკადემია.
- 1940 - დაინიშნა არმიისა და ოლქის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად.
- 1941 - გადაყვანილ იქნა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
- 1942 წლიდან სარდლობდა არმიას.
- 1943 ნოემბერი - დაინიშნა ბალტიისპირეთის I ფრონტის ჯარების სარდლად.
- 1945 აპრილი - დაინიშნა ბელორუსიის III ფრონტის ჯარების სარდლად.
- 1954 წლიდან იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
- 1956-1958 - იყო გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის უფროსი.
- 1958 - დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და შეიარაღებული ძალების ზურგის უფროსად.
- 1968 - იყო გენერალ-ინსპექტორთა ჯგუფის გენერალ-ინსპექტორი.
- 1952 - სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი
- 1961 - სკკპ ცკ-ის წევრი, სსრკ II-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საბჭოთა ჯილდოები
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Erickson, John. The Road to Stalingrad: Stalin's War with Germany, Volume One. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999.
- Erickson, John. The Road to Berlin: Stalin's War with Germany, Volume Two. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999.
- Grigorenko, Pyotr. Memoirs. New York: W. W. Norton, 1982.