ივანა მილიჩევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანა მილიჩევიჩი
დაბ. თარიღი ივანა მილიჩევიჩი
26 აპრილი 1974
სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1996–დღემდე

ივანა მილიჩევიჩი (სერბ-ხორ. Ivana Miličević; დ. 26 აპრილი 1974, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ეროვნებით ხორვატი.

დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს, ქალაქ სარაევოში, დედამისის — დიასახლისის ტონკას, და მამამისის — მეწარმის დამირ მილიჩევიჩის ოჯახში.[1] 5 წლის ასაკში ივანა ემიგრირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღიზარდა მიჩიგანში.[2] ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ტომო და ფილიპი.[3] 1992 წელს დაამთავრა სკოლა, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში.

ივანა მილიჩევიჩის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „სახელმწიფო მტერი“. შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა: „მოჯადოებული“, „საინფელდი“, „ფელისიტი“, „დეტექტივი ნეშ ბრიჯესი“, „ძიძა“, „ბაფი-ვამპირების გამანადგურებელი“, „ჩაკი“, „ექიმი ჰაუსი“, „მეგობრები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]