ექიმი ჰაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექიმი ჰაუსი
House logo.svg
ჟანრი სამედიცინო დრამა
ავტორი დევიდ შორი
მონაწილეობენ ჰიუ ლორი
ლიზა ედელშტაინი
ომარ ეპსი
რობერტ შონ ლეონარდი
ჯენიფერ მორისონი
ჯესი სპენსერი
მთავარი თემა „Teardrop“, Massive Attack
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 7
ეპიზოდი 177 (ეპიზოდების სია)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი ქეთი ჯეიკობსი
დეივიდ შორი
ბრაიან სინგერი
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ჩვენების ფორმატი 480i
720p (HDTV)
პირველად ეთერში ნოემბერი 16, 2004 (2004-11-16)
უკანასკნელად ეთერში მაისი 21, 2012 (2012-05-21)
საიტი
ოფიციალური საიტი

ექიმი ჰაუსი (House), ცნობილი აგრეთვე როგორც უბრალოდ ჰაუსი — ამერიკული სატელევიზიო სამედიცინო დრამა, რომლის დებიუტი 2004 წლის 16 ნოემბერს შედგა Fox Broadcasting Company-ს ეთერში. მისი შემქმნელები არიან დევიდ შორი და პოლ ატანაზიო. შოუს მთავარი გმირია ექიმი გრეგორი ჰაუსი (ჰიუ ლორი), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.

ჰაუსს ხშირად აქვს კამათი თავის უფროსთან, საავამდყოფოს ადმინისტრატორ ლიზა კადისთან და დიაგნოსტიკთა გუნდთან, რადგანაც ხშირად მისი ჰიპოტეზები პაციენტების ავადმყოფობასთან დაკავშირებით დამყარებულია ბევრისთვის გაუგებარ და საკამათო დაკვირვებებზე. ჰაუსის ერთადერთი მეგობარია ექიმი ჯეიმზ უილსონი, იმავე საავადმყოფოში ონკოლოგიური განყოფილების უფროსი. პირველი სამი სეზონის განმავლობაში ჰაუსის დიაგნოსტიკურ გუნდში შედიოდნენ: რობერტ ჩეისი, ელისონ ქემერონი და ერიკ ფორმენი. მესამე სეზონის ბოლოს ფორმენმა და ქემერონმა განცხადებები დაწერეს სამსახურიდან წასვლის შეასხებ, ჩეისი კი ჰაუსმა თვითონ გააგდო. მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდებში ჰაუსმა კონკურსი მოაწყო დიაგნოსტიკური გუნდის ახალი წევრების შესარჩევად და საბოლოოდ კონკურსანტებიდან სამი - რემი „ცამეტი“ ჰედლი, კრის თაუბი და ლოურენს ქათნერი დატოვა. გუნდს მოგვიანებით ისევ შეუერთდა ფორმენი, ჩეისმა და ქემერონმა კი საავადმყოფოს სხვა განყოფილებეში განაგრძეს მუშაობა და შესაბამისად შოუდან არ გამქრალან.

სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები. სულ ეთერში გავიდა სერიალის 8 სეზონი. უკანასკნელი ეპიზოდის პრემიერა 2012 წლის 21 მაისს შედგა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონაჟი მსახიობი აღწერა სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8
ექიმი გრეგორი ჰაუსი ჰიუ ლორი ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, ნეფროლოგი, დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტის უფროსი მთავარი როლი
ექიმი ლიზა კადი ლიზა ედელსტაინი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დეკანი მთავარი როლი
ექიმი ჯეიმს უილსონი რობერტ სან ლეონარდი ონკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მთავარი როლი
ექიმი ერიკ ფორმანი ომარ ეპსი ნევროლოგი, დიაგნოსტიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მთავარი როლი
ექიმი რობერტ ჩეისი ჯესი სპენსერი ქირურგი, ინტენსიური, კარდიოლოგი, დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტის უფროსი (ფინალურ ეპიზოდებში) მთავარი როლი
რქიმი ელისონ კამერონი ჯენიფერ მორისონი იმუნოლოგი, დიაგნოსტიკური მედიცინა მთავარი როლი მოწვეული
ექიმი კრის ტოუბი პიტერ ჯეიკობსი პლასტიკური ქირურგი, დიაგნოსტიკური მედიცინის მთავარი როლი
ექიმი ლოურენს კატნერი კალ პენი სპორტული მედიცინის სპეციალისტი, დიაგნოსტიკური მედიცინა მთავარი როლი მოწვეული
ექიმი რემი "ცამეტი" ჰადლი ოლივია უალდი სტაჟიორი, დიაგნოსტიკური მედიცინა მთავარი როლი
ექიმი მარტა მასტერსი ემბერ ტემბლენი დოქტორი ორმაგი ხარისხით, გამოყენებითი მათემატიკისა და ხელოვნების ისტორიაში, სამედიცინო სტუდენტი მთავარი როლი მოწვეული
ექიმი ჯესიკა ადამსი ოდეტ ანაბოლი ციხის კლინიკის ექიმი, დიაგნოსტიკური მედიცინა მთავარი როლი
ექიმი ჩი პარკი შარლინ ი ნევროლოგი, დიაგნოსტიკური მედიცინა მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]