იერუსალიმი — შვედი მწერალი ქალის, სელმა ლაგერლოფის, რომანი, რომელიც ორ ნაწილად დაიბეჭდა 1901 და 1902 წლებში. რომანში მეცხრამეტე საუკუნის რამდენიმე თაობაა წარმოდგენილი. ძირითადად ფოკუსირდება დალარნაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახზე და შვედი ემიგრანტების საზოგადოებაზე იერუსალიმში. ამბავი 1896 წელს ნიოშის (Nås) მრევლის რეალურ ემიგრაციას ეხება.