საგა იოსტა ბერლინგზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საგა იოსტა ბერლინგზე
ჟანრი რომანი
ავტორი სელმა ლაგერლოფი
მშობლიური ენა შვედური
დაწერის ადგილი შვედეთი
გამოცემულია 1909
ქართულად თარგმნა აკაკი ბრეგაძე

საგა იოსტა ბერლინგზე“ — შვედი მწერალ სელმა ლაგერლოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოები. მწერალმა რომანზე მუშაობას ათ წელიწადზე მეტი მოანდომა. 1909 წელს ლაგერლოფმა ამ ნაწარმოებისთვის ნობელის პრემია მიიღო.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რომანტიკულ ეპოსში ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული თანამედროვე მოვლენები და მითოლოგიური მოტივები. რომანი ეხება ყოფილ პასტორს, შემდეგ კი კავალერს, ახალგაზრდა, მეტისმეტად ლამაზ იოსტა ბერლინგს, რომელსაც არაერთი თავგადასავალი გადახდება ცხოვრების გზაზე. წიგნში აღწერილია იოსტას ცხოვრების არაერთი რომანტიკული მომენტი, მაგრამ, ნაჩვენებია, რომ ადამიანი რაც უფრო თავაშვებულად იქცევა, მით უფრო უბედურად გრძნობს თავს, თუმცა, არც უადგილო თავშეკავებას მოაქვს ბედნიერება..

წიგნი თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე. არაერთხელ გადააკეთეს პიესად, მის მოტივებზე დაიწერა ათზე მეტი კინოსცენარი, რაც სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფებმა ასახეს ეკრანზე.

„საგა იოსტა ბერლინგზე“ ქართულად თარგმნა აკაკი ბრეგაძემ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]