შინაარსზე გადასვლა

იენს სტოლტენბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი
ნატოს მე-13 გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 2014 – 1 ოქტომბერი, 2024
წინამორბედიანდერს ფოგ რასმუსენი
მემკვიდრემარკ რიუტე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ოქტომბერი, 2005 – 16 ოქტომბერი, 2013
მონარქი  ჰარალდ V
წინამორბედიხიელ მაგნე ბუნევიკი
მემკვიდრეერნა სოლბერგი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მარტი, 2000 – 19 ოქტომბერი, 2001
მონარქი  ჰარალდ V
წინამორბედიხიელ მაგნე ბუნევიკი
მემკვიდრეხიელ მაგნე ბუნევიკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი, 2002 – დღემდე
წინამორბედითურბიერნ იაგლანდი

დაბადებული16 მარტი, 1959
ოსლო, ნორვეგია
პოლიტიკური პარტიანორვეგიის მუშათა პარტია
მეუღლეინგრიდ სკულერუდი
შვილებიაქსელი, ანა-კატერინა
განათლებაოსლოს უნივერსიტეტი
ხელმოწერა

იენს სტოლტენბერგი (ნორვ. Jens Stoltenberg; დ. 16 მარტი 1959, ოსლო) — ნორვეგიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 2000-2001 და 2005-2013 წწ., ნატოს გენერალური მდივანი 2014-2024 წლებში. თანამდებობა დაიკავა 2014 წლის 1 ოქტომბერს.

დაიბადა ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში. მისი მამა ტურვალდ სტოლტენბერგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1987 წელს დაამთავრა ოსლოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო როგორც ჟურნალისტმა გაზეთში „Arbeiderbladet“. 1985-1989 წლებში ხელმძღვანელობდა მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას. 1993 წლიდან 2013 წლამდე იყო ნორვეგიის პარლამენტის წევრი.1993-1996 წლებში გრუ ჰარლემ ბრუნტლანის კაბინეტში ეკავა ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო 1996-1997 წწ. თურბიერნ იაგლანდის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობები.

2000 წელს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და ეს თანამდებობა ეკავა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე, 2001 წლამდე რომელშიც მუშათა პარტიამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 24 % და აჩვენა თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი.

2002 წლიდან პარტიის ხელმძღვანელია. 2005 წელს სოციალისტურ მემარცხენე პარტიასთან ალიანსში მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კვალავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2005-2013 წლებში მისი ხელმძღვანელობით შრომის პარტიამ ორჯერ ზედიზედ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. სტოლტენბერგის პრემიერ-მინისტრობის დროს ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა, როდესაც სოციალისტთა ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა ანდრეს ბრეევიკი.

2014 წლის 1 ოქტომბრიდან ნატოს გენერალური მდივანია[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Nato names Stoltenberg next chief“. BBC News. 28 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 9 April 2014.