იდრის აღალაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იდრის აღალაროვი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1917(1917-10-20)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 4 მაისი, 1975(1975-05-04) (57 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო

იდრის ფარხად ოღლუ აღალაროვი (აზერ. İdris Fərhadoğlu Ağalarov; დ. 1917 წლის 20 ოქტომბერი, ტიფლისი — გ. 1975 წლის 4 მაისი, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — საბჭოთა აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი (ლირიკული ბარიტონი), აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1843), აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა ბაქოს მუსიკალური სასწავლებელი. 1937 წლიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. 1943 წელს დაამთავრა ბაქოს კონსერვატორია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]