იბნ ალ-ჰაისამი
იბნ ალ-ჰაისამი | |
---|---|
![]() |
|
დაბ. თარიღი | 965[1] |
დაბ. ადგილი | ბასრა |
გარდ. თარიღი | 1039[2] [3] [1] [4] ან 1040[5] |
გარდ. ადგილი | კაირო |
ეროვნება | არაბები |
გავლენა მოახდინეს
|
|
იბნ ალ-ჰაისამი (დ. 965, ბასრა — გ. 1039, კაირო) — არაბი მეცნიერი. ახალგაზრდობაშივე გადავიდა ეგვიპტეში (კაიროში), სადაც ხალიფა ალ-ფატიმას ემსახურებოდა. მას ეკუთვნის მრავალი შრომა ფიზიკის, მათემატიკის, მედიცინისა და ფილოსოფიის დარგში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი შრომა ოპტიკაში, რომელიც პირველად 1572 წელს გამოქვეყნდა (ლათინურ ენაზე). ეს შრომა ყველაზე სრულად გადმოსცემს იმდროინდელი ოპტიკურ საკითხებს. განსაკუთრებით საინტერესოა მონაცემები თვალის აგებულების შესახებ, რომელიც უახლოვდება თანამედროვე წარმოდგენას. მასში გამოთქმულია აგრეთვე სინათლის გავრცელების სიჩქარის სასრულობის ჰიპოთეზა. მის „ოპტიკაში“ მოცემულია კამერა-ობსკურას ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი აღწერა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 71, თბ., 1980 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 National Library of Australia — 1960.
- ↑ data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118648160 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Swartz A. Open Library — 2005.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive