იაჩეს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაჩეს ბრძოლა
ოსმალთა ევროპული კამპანიის ნაწილი

იაჩეს ციხე 2011 წელს
თარიღი 1518 წლის იანვარი
მდებარეობა იაჩე, ოსმალეთის იმპერია
შედეგი ხორვატ-უნგრელთა გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია ხორვატიის სამეფო

უნგრეთის სამეფო

მეთაურები
ღაზი ხოსრო-ბეგი

ბოსნიის ბეგლარბეგი

პეტარ ბერისლავიჩი
ძალები
20000 [1] 4000 კავალერისტი, 6000 ქვეითი, მათ შორის უნგრული არტილერია [1]
დანაკარგები
მსუბუქი მძიმე [1]

იაჩეს ბრძოლა (ხორ. Bitka kod Jajca) 一 გაიმართა 1518 წლის იანვარში, ოსმალეთ-ბოსნიისა და უნგრეთ-ხორვატიის გაერთიანებულს ძალებს შორის. ოსმალეთ-ბოსნიის ლაშქარს სათავეში ღაზი ხოსრო-ბეგი და ბოსნიის ბეგლარბეგი, ხოლო უნგრეთ-ხორვატიის ჯარებს 一 პეტარ ბერისლავიჩი ედგა. ბრძოლა წარმოადგენს, როგორც ოსმალთა ევროპული კამპანიის, ისე ხორვატია-ოსმალესა და უნგრეთ-ოსმალეთს შორის არსებული დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდს.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაჩეს ციხე შენდებოდა ჰრვოიე ვუკჩიჩის დაკვეთით, 1391-1404 წლებში. ციხე შედგებოდა ციტადელისა და გამაგრებული დასახლებისგან, რომელიც, თავის მხრივ, გარშემორტყმული იყო ორი კოშკით, კარიბჭითა და ბასტიონით. ციხე დაეცა 1463 წელს ოსმალთა მიერ ბოსნიის სამეფოს დაპყრობის შედეგად, თუმცა მატიაშ კორვინის დახმარებით, იმავე წლის 26 დეკემბერს ციხე კვლავ ქრისტიანულ მხარეს დაექვემდებარა. უნგრელებმა ძლიერად გაამაგრეს იგი, ხოლო მიმდებარე კოშკების შეერთების შედეგად წარმოქმნეს ერთგვარი დასახლება ბანატის ოლქში, სპეციალური ბანაკითურთ, რომლის მიზანსაც ხორვატიისა და სლავონიის ტერიტორიაზე აქინჯიების ძარცვითი შეტევების შემცირება წარმოადგენდა.

იაჩემ წარმატებულად გაუძლო თურქთა თავდასხმებს 1464, 1491, 1493, 1501, 1502, 1514 და 1515 წლებში. ოსმალებმა, ციხეშე პირდაპირი იერიშის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელის ზედმიწევნითი კონტროლი და მის მიმდებარედ სამხედრო მზადყოფნა არჩიეს. ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა ოსმალთათვის, ხოლო, როდესაც თურქებმა დიდი პროგრესი განიცადეს, ხორვატ-უნგრელთა არმიებს ქალაქის იძულებითი გარღვევა მოუწიათ, რატა ხელში ჩაეგდოთ ის და შეენარჩუნებინათ გარნიზონის ფუნქციონირება.[2][3]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1515 წელს გამართული ნოვიგრადის ბრძოლის შემდეგ, თურქებმა რამდენჯერმე შეუტიეს იაჩეს ციხეს, რაც გამოწვეული იყო ოსმალთა მიერ ამ ციხე-ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობის გათავისებით, თუმცა უშედეგოდ. ოსმალთა ზეწოლის შესამსუბუქებლად, ხორვატ-უნგრელთა გაერთიანებულმა არმიამ, პეტარ ბერისლავიჩის ხელმძღვანელობით, ალყა შემოარტყა მიმდებარე, აწ უკვე ოსმალთა ხელში არსებულ ციხეს, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთი მხრიდან. ბერისლავიჩის არმია შედგებოდა 4000 კავალერისტისა და 6000 ქვეითისგან, რომელთა დიდი ნაწილიც, ძრითადად, ხორვატები იყვნენ. თავდაპირველად, მათ ვერ მოახერხეს ოსმალთა მიერ ოკუპირებული ვერცერთი ციხის აღება, თუმცა, მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობა საგრძნობლად გაიზარდა, მათ შეძლეს თურქთა ციხიდან განდევდა და მისი ხელახალი უზრუნველყოფა.[2] [1]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1518 წლის ოქტომბრისთვის ქალაქის გარნიზონებში მყოფ მცველებს კვლავ ამოეწურათ საკვები რესურსები, თუმცა დროებით მაინც შეძლეს საკუთარი თავის უზრუნველყოფა ოსმალთა განდევნის შედეგად მიღებული ნადავლით. 1519 წელს ბერისლავიჩმა ციხე რესურსებით კვლავ გაამდიდრა, რითაც ციხემ კიდევ რამდენიმე თვეს გაუძლო.[4] მალე, პეტარ ბერისლავიჩი ოსმალთა პარტიზანულ თავდასხმას შეეწირა, 1520 წლის მაისში გამართული პლეშევიცას ბრძოლისას, თუმცა ხორვატთა არმიამ მას შემდეგ არაერთხელ შეძლო ძალის შენარჩუნება და ალყაში მოქცეული იაჩეს ციხის გარღვევა. მათ შორის გამოსარჩევია კრისტო ფრანკაპანის სარდლობის პერიოდი, რომელმაც კვლავ წარმატებით იგდო ქალაქი ხელთ 1525 წლის ივნისში. მას შემდეგ, პეტერ კეგლევიჩმა (1521–1525) და კაპიტანმა მიჰაილო ტურეკმა წარმატებით მოიგერიეს ოსმალთა მიერ წარმოებული სამი თავდასხმა, სახელდობრ 1521, 1524 და 1525 წლებში, თუმცა 1527 წელს ხორვატ-უნგრელთა მხარე დანებდა, მოჰაჩის ბრძოლაში განცდილი სასტიკი მარცხის გამო. [1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vojna enciklopedija (1970–76), 10 volumes, Vojno izdavački zavod Beograd, book 3, p. 798-799, article Jajce

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Gažević, Nikola (1974) Vojna enciklopedija (tom 3). Beograd: Vojnoizdavački zavod, გვ. 799. 
  2. 2.0 2.1 Šišić, Ferdo (2004). Povijest Hrvata; pregled povijesti hrvatskog naroda od 600. - 1526. (Croatian). Split: Marijan tisak, გვ. 249. ISBN 953-214-197-9. 
  3. Klaić, Nada (1972). Izvori za hrvatsku povijest do 1526. godine (Croatian). Zagreb: Školska knjiga, გვ. 373. 
  4. Klaić, Vjekoslav (1988). Povijest Hrvata IV (Croatian). Rijeka: Matica Hrvatska, გვ. 339 - 340. ISBN 86-401-0099-3.