თურღაი
იერსახე
თურღაი ყაზახ. Торғай | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | კოსტანაის ოლქი, აქტობეს ოლქი |
სათავე |
ჟილდამის და ყარათურღაის შეერთება 50°09′ ჩ. გ. 65°15′ ა. გ. / 50.150° ჩ. გ. 65.250° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 132 მ |
შესართავი |
შალყართენგიზი 48°01′13″ ჩ. გ. 63°01′55″ ა. გ. / 48.02028° ჩ. გ. 63.03194° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 54 მ |
სიგრძე | 825 კმ |
აუზის ფართობი | 157 ათ. კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
თურღაი (ყაზახ. Торғай) — მდინარე ყაზახეთში, კოსტანაისა და აქტობეს ოლქებში. სიგრძე 825 კმ, აუზის ფართობი 157 ათასი კმ². წარმოიქმნება მდინარეების ჟალდამისა და ყარათურღაის შეერთების შედეგად, ისინი სათავეს იღებენ ყაზახეთის წვრილგორაკების დასავლეთ ნაწილში. თურღაი ქვემოთში გაივლის თურღაის ხეობას და იკარგება შალყართენგიზის გაუდინარ ღრმულში. ძირითადად საზრდოობს თოვლის წყლით. ზაფხულში ქვემო დინებაში წყალი მლაშდება. იყინება ნოემბერში, ყინულძვრა აპრილში იცის.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 28.