თუზის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუზის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მინიციპალიტეტში, სოფელ თუზში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუზის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, იგი წარმოადგენს დიდ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც ნაშენია რუხი ფერის კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობა თარაზულია. ძეგლი სამსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული. გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია. ნაგებობა გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, მის ღერძზე სამი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გვერდითა კედლებში სწორკუთხა ნიშებია მოწყობილი, საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული.

ეკლესიაში შესასვლელი სამივე კარი გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანია. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღები გადადის, რომლებიც ერთსაფეხურიანი პილასტრების პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა, კედლები შიგნიდან შელესილია. იატაკი ქვის ფილებითაა დაგებული. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სამსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფენქციას ასრულებს. სამრეკლო თაღებითაა გახსნილი. ზედა მესამე სართული მონგრეულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9295