თოხთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოხთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის თეთრი ფერის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. აქა-იქ წვრილი ქვაცაა გამოყენებული. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ეკლესიის კედლები შემორჩენილია მიწის ზედაპირიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 90