თოხთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოხთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სათვალთვალო კოშკისტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მარჯვე ადგილას, სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, "თუთარაანში" დგას. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ასვლა მისადგმელი კიბით ხდებოდა. აღმოსავლეთ კედელში წრიული სარკმელია მოთავსებული. კოშკს თავდაცვითი ელემენტები არ გააჩნია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 91-92