ბიეფი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ბიეფი (ფრანგ. bief) — წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც ეკვრის წყალსატბორავ ნაგებობას (კაშხალს, რაბს). განასხვავებენ ზედა და ქვედა ბიეფს. ზედა ბიეფი მდებარეობს წყალაღმა, წყალსატბორავი ნაგებობის წინ; ქვედა ბიეფი — წყალდაღმა, წყალსატბორავი ნაგებობის შემდეგ. ორი ან რამდენიმე წყალსატბორავი ნაგებობით წარმოქმნილ და წყლის სისტემის ან წყალსადინარის წყალგამყოფ უბანზე მდებარე ბიეფს გამყოფ ბიეფს უწოდებენ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბიეფი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 363.