თოვლის პაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოვლის პაპა, თოვლის ბაბუასაქართველოში მითური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის პაპა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს.

თოვლის პაპის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, კერძოდ, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგულის თემი,[1][2] საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით ხელდამშვენებული. როგორც წესი, თოვლის პაპას გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის), ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

თოვლის პაპის კულტი უკავშირდება ქრისტიანულ წმინდან ნიკოლოზს, თავისი მნიშვნელობით თოვლის პაპას მეტად უახლოვდებიან სხვადასხვა ევროპულ კულტურებში არსებული საახალწლო და საშობაო არსებები, მაგალითად, სლავური დედ მოროზი, ფრანგული პერ ნოელი, გერმანული ვაინახტსმენი, იტალიური ბაბო ნატალე, ინგლისური ფაზერ ქრისმასი და ამერიკული სანტა კლაუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]