თინა ბულუსაშვილი
იერსახე
თინა ბულუსაშვილი (დ. 4 აპრილი, 1942, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1964–1967 წლებში იყო აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1968–1969 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი. 1970–1990 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1990 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორია 4 პატენტური გამოგონების, სისხლის კონსერევაციის საკითხებზე.
1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ვერლჰოფის დაავადების კლინიკური მიმდევრობის თავისებურებები და მკურნალობა ბავშვთა ასაკში.“
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 48