თვალის ადაპტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადაპტაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

თვალის ადაპტაცია — სხვადასხვა განათებასთან თვალის შეგუების უნარი. განარჩევენ ადაპტაციას სიბნელისადმი — დღის სინათლიდან ღამის სინათლეზე ან დიდი განათებიდან მცირე განათებაზე გადასვლისას, და ადაპტაციას სინათლისადმი — მცირე განათებიდან დიდ განათებაზე გადასვლის დროს. უმცირესი განათება, რომელიც სინათლის შეგრძნებას იწვევს (გაღიზიანების ზღურბლი), განსაზღვრავს სინათლისადმი თვალის მგრძნობიარობას. რაც უფრო დაბალია გაღიზიანების ზღურბლი, მით უფრო მაღალია სინათლისადმი თვალის მგრძნობიარობა და პირიქით. სიბნელისადმი ადაპტაცია საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს. იგი სწრაფად მატულობს პირველი 15 წუთის განმავლობაში, 30-ე წუთზე აღწევს მაქსიმუმს და პრაქტიკულად მთავრდება ერთ საათში, სინათლისადმი კი კლებულობს პირველ წამებში და მთავრდება 5-7 წუთში. სიბნელისადმი ადაპტაცია დაქვეითებულია თვალის ზოგიერთი დაავადების (გლაუკომა, ბადურას პიგმენტური გადაგვარება), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვათა დაავადებათა დროს. სიბნელისადმი ადაპტაციას განსაზღვრავენ ადაპტომეტრით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]