თენგიზ ჯანჯღავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანჯღავა.
თენგიზ ჯანჯღავა
Tengiz Janjgava.jpg
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1949(1949-01-25)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1998(1998-12-26) (49 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა ფიზიკური გეოგრაფია
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თენგიზ ჯანჯღავა (დ. 25 იანვარი, 1949 — გ. 26 დეკემბერი, 1998) — ქართველი გეოგრაფი. იუნესკოსთან არსებული საქართველოს ეროვნული ოკეანოლოგიური კომიტეტის წევრი (1994)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ ჯანჯღავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს; 1972–75 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.[1]

1976 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად და უფროს მასწავლებლად. ბოლო წლებში მუშაობდა უკრაინაში კონსულის მოადგილედ. სამეცნიერო მუშაობის სფეროს შეადგენდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს რეკრეაციული ბუნებათსარგებლობის და სატრანსპორტო არტერიების (პორტების) გეოგრაფიული ასპექტების შეფასების პრობლემები. 1976–92 წლებში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 12 საზღვაო-სამეცნიერო ექსპედიცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში. საზღვაო რეკრეაციისა და შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Южная Родезия (თანაავტორი). Москва, Мысль, 1977.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.