თენგიზ ზაალიშვილი (მომღერალი)
თენგიზ ზაალიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მომღერალი |
თენგიზ ზაალიშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1928) — ქართველი საოპერო მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), საქართველოს ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1957 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1958 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ალფრედი ჯ. ვერდის „ტრავიატა“, ლირიული ტენორი). აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში. იყო ხალხური ანსამბლ „ფიროსმანის“ სოლისტი. ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები. 1985 წელს იგი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად აირჩიეს ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ. 2019 წლის 23 იანვარს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ გაიხსნა თენგიზ ზაალიშვილის სახელობის ვარსკვლავი.
ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1985 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1998 — ღირსების ორდენი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
- კასპის საპატიო მოქალაქე
- ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 104 – თბ., 2007.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თენგიზ ზაალიშვილი (მომღერალი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ ზაალიშვილი დაარქივებული 2023-06-29 საიტზე Wayback Machine.
- თენგიზ ზაალიშვილი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. #2. გვ 46