თემურ გიორგაძე
იერსახე
თემურ გიორგაძე (დ. 2 მაისი, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1972 წელს იყო თბილისის №3 საავადმყოფოს ექიმი ორდინატორი. 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის საკითხებს.
1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ძვალსა და კერამიკულ პროტეზს შორის მიმდინარე პროცესების შესწავლა.“
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 68