თელავის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის ხიდიარქიტექტურული ძეგლი ქალაქ თელავში. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთის შემოსასვლთან (ძველი გრემი-სიღნაღის გზაზე).

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი აგურის ერთმალიანი ნაგებობაა. აგური კვადრატულია 18X18X4სმ. ხიდის საერთო სიგრძე ბურჯებს შორის 6,33 მ. მალის სიგანე 7,75 მ. სიმაღლე დაახლოებით 4,50 მ. ხიდის მალი ნახევარწრიული ფორმის კამარაა. აგურისაა თვით კამარა. კამარებსშორისი ბურჯების ქვედა მხარე, რიყის ქვითა და აგურით არის ნაგები. აქ ქვის ორ რიგს აგურის ერთი რიგი ყოფს. დუღაბი სქლადაა დასხმული. სახასიათოა აგურის წყობა. ორივე ბურჯის მხრიდან, ჰორიზონტალურად დალაგებულ აგურის წყობის მიმართულებას, ნელნელა სცვლის ცერად დადებული აგური, რომლითაც რადიალური სხივების სახეა მიღებული. ჩრდილო-დასავლეთის მხარიდან ფრაგმენტულად იკითხება ხიდის მისადგომი. ხიდი სავალი ნაწილი დაფარულია ბეტონით და მიწით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29840