თელავის საცხოვრებელი სახლი (ნადიკვრის 3)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში, რომელიც მდებარეობს ნადიკვრის ქუჩაზე (№ 5). აგებულია XX საუკუნის დასაწყისში.

სახლი ორსართულიანია. ძირითადად ნაგებია „რუსული“ აგურით. შენობა ქუჩისკენ გრძივი ფასადით გამოდის. ფასადზე, ყველა ხუროთმოძღვრული დეტალი აგურითაა გამოყვანილი. კედლის სიბრტყე, სართულშუა გადახურვისა და სარკმელთა რაფის დონეზე გამოყოფილი ჰორიზონტალური ზოლებით, რიტმულადაა დანაწევრებული. ფასადის ქვედა ნაწილში სამი სარკმელი, სადარბაზო შესასვლელი და ჭიშკარია, ზედა ნაწილში — ექვსი სარკმელი. ყველა ღიობი სწორკუთხაა, საპირის გარეშე. თვით ღიობების პროპორცია — აზიდულია. პირველ სართულზე, ღიობებს შორის, რუსტირებული, პილასტრისებრი შვერილებია, ხოლო მეორე სართულზე — სადა პილასტრები. თითოეული სარკმლის ქვემოთ, ჩაღრმავებული, სწორკუთხა არეა, სწორკუთხავე შვერილი ზედაპირით შუაში. სარკმლებს ზემოთ — სიბრტყე გლუვია.

ფასადი დაგვირგვინებულია პარაპეტით, რომელიც სადა პილასტრებითა და მათ შორის მოქცეული, სწორკუთხა ჩაღრმავებებითაა დანაწევრებული. პარაპეტი, კედლის დანარჩენი სიბრტყიდან გამიჯნულია ლავგარდნით, რომლის ძირი წვრილი კბილანებითაა მორთული. ალაყაფის კარით ღრმა შესასვლელში შევდიდავრთ, რომელიც ეზოს უკავშირდება ეზოს უკავშირდება. შენობის გვერდითი კედლები აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობითაა ამოყვანილი. ეზოს მხარეს სახლი ძლიერ არის დაზიანებული და გადაკეთებული. შერჩენილია ხის კიბეები (მძიმე მდგომარეობაში), ხის აივნები კი ჩამორღვეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]