თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 203)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 203). აგებულია 1903 წელს.

სახლი ორსართულიანია. მაღალი ნაგებია აგურით, ოთახების ბლოკი, ქუჩის გასწვრივ. მცირედ წაგრძელებულ სწორკუთხედ ქმნის და ქუჩისკენ აგურით დეკორირებული ფასადით გამოდის. ფასადი თანაბარი ინტერვალებით განლაგებული, ბრტყელი თაღით გადახურული კარ-სარკმლებით არის დანაწევრებული. სარკმლებს შორის და ფასადის კიდეებში ვიწრო, პილასტრისებრი შვერილებია, რომლებიც ქვედა სართულზე რუსტირებულია, ზედაზე კი გლუვი. თითოეული ღიობის თავზე სოლისებრი, საჭექი ქვაა. სართულშუა და მეორე სართულის გადახურვის დონეზე. მთელ სიგრძეზე, მაღალი, საფეხუროვანი ლაეგარდანია გამოყვანილი, ფასადი დაგვირგვინებულია პარაპიპეტით, რომელიც დაბალი, პილასტრისებრი შვერილებით და ოდნავ შეღრმავებული ნიშნებით არის დანაწევრებული. მსგავსი ნიშნებია სარკმლების ქვემოთაც. პარაპეტის ცენტრში, ნახევარწრიული ფრონტონით დასრულებული, მცირე შემაღლლებაა. ფრონტონის არეში, გამოსახულია შენობის აგების თარიღი - 1902 წელი. ფასადზე მცირე ზომის ლითონის აივანზეა შეკიდული. ეზოს მხარე სახეშეცვლილია, ამოშენებულია და შელესილია ცემენტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]