თელავის საცხოვრებელი სახლი (ვაჟა-ფშაველას 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (№ 5). აგებულია 1905 წელს.

ორსართულიანია, აგურის, მაღალი სახლი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის აღმართის დასაწყისში დგას. ნაშენია რუსული აგურით. შენობის ფასადი საზეიმოდ არის მორთული. ცენტრი აქცენტირებულია თაღოვან ღიობში ჩასმული, ხის კვეთილი სადარბაზო კარით, რომლის ზემოთ პარაპეტზე, ნახევარწრიული, დეკორატიული ფრონტონია. გამოყვანილი ფასადის სიბრტყე დაყოფილია აგურის დეკორატიული წყობით. გამოყვანილი ფრიზებით ეზოს მხარეს, მინაშენში მოყოლილია ხის ძველი აივნის ნაწილები, ჭვირულად დამუშავებული ორნამენტული დეტალებით. ჩიხის მხარეს ფასადი სრულიად სახეცვლილია. სახლის ძველი სარდაფი ახალი მშენებლობის დროს განადგურდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]