თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 8)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 8) თარიღდება XIX საუკუნით.

ნოტარიალური საბუთის თანახმად, სახლი 1885 წლიდან ეკუთნოდა ვინმე როსტომოვს, რომელმაც 1920 წელს იგი სამხრეთის აკადემიას გადასცა. 1921 წელს შენობაში საბავშვო ბაღი განთავსდა მომდევნო ხანებში კი სხვადასხვა უწყებები. ამჟამადა შენობაში ისევ საბავშვო ბაღია განთავსებული. სახლი ერთსართულიანია ნაგებია აგურით აქვს სარდაფი მთავარი ქუჩისპირა ფასადის ცენტრში, ხის სადარბაზო კარიარომლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, სამ-სამი სარკმელია განლაგებული. სარკმლების ძირის დონეზე, აგურით გამოყვანილი თაროა, სარდაფის სართული ლავგარდნითაა გამოყოფილი. სადარბაზო კარის გვერდებზე თითო პილასტრია, რომელიც ფასადს მთელ სიმაღლეზე აუყვება. ფასადი დასრულებულია მავგარდნით და მაღალი პარაპეტით. შენობა გადახურულია თუნუქით სახლს გვერდიდიან და ეზოს მხრიდან აქვს თანამედროვე მინაშენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]